|
2022-09-16 15:13:20, 1420 ნახვა
მსოფლიო
მედია - ლუგანსკში მომხდარ აფეთქებას რუსეთის დანიშნული გენპროკურორი ემსხვერპლა
ლუგანსკის ე.წ. პროკურატურის შენობაში აფეთქებას გენერალური პროკურორი, სერგეი გორენკო ემსხვერპლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, აფეთქდა ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობით მოხდა. მათივე ცნობით, აფეთქების შედეგად არიან დაჭრილები. სერგეი გორენკო ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. მათივე ცნობით, დაიღუპა გორეკნოს მოადგილე ეკატერინა სტეგლენკოც. „წინასწარი მონაცემებით, LNR-ის გენერალური პროკურორი სერგეი გორენკო მიყენებული დაზიანებებისგან თავის კაბინეტში აფეთქების შედეგად გარდაიცვალა”, - წერს პროპაგანდისტული მედია. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ". რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)