|
2022-09-16 10:25:52, 2066 ნახვა
სამხედრო
ბურჭულაძე - ჩვენი ძირითადი პრიორიტეტი ჩვენი სამხედრო მოსამსახურეებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესებაა
„გვაქვს ინიციატივა, დამატებით გავუზარდოთ ანაზღაურება ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს,“ - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის ზრდის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამხედრო მოსამსახურეებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესება ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებაა. „რა თქმა უნდა, ეს ზრდაც არ ეხება არანაირად მილიტარიზაციას. ეკონომიკის ზრდამ, პრემიერის ხელმძღვანელობით სწრაფად გადაწყვეტილების მიღებამ, თამამი გადაწყვეტილების მიღებამ მოგვცა იმის საშუალება, რომ მეტი შემოსავალი მიეღო ქვეყანას და შესაბამისად გადანაწილებულიყო სხვადასხვა უწყებაზე. ჯამში, ჩვენ გვემატება 98 მილიონი ლარი. უწყებას აკლდება 18 მილიონი, ის რომელიც იქნა დაზოგილი კონკრეტულად შემთხვევაში. თუმცა, ცდილობენ, რომ ეს პოზიტივი ნეგატივად გადააკეთონ. ეს იქნება პროპორციულად გადანაწილებული ხარჯები,“ - აღნიშნა მინისტრმა. მისი განცხადებით, დაბალი რგოლის სამხედრო მოსამსახურეებს წელს უკვე ორჯერ მოემატათ ხელფასები: „უკვე შევასრულეთ დაპირება მინიმალურ დონეზე, 2-%დან 25% მდე გავუზარდეთ ანაზღაურება დაბალი რგოლის სამხედრო მოსამსახურეებს. დაგეგმილია, ასევე პრემიერის ინიციატივით, 10%-ით ზრდა იანვარში ყველა სამხედრო მოსამსახურეზე. ჩვენ კიდევ გვაქვს ინიციატივა, დამატებით გავუზარდოთ ანაზღაურება ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)