|
2022-09-16 10:23:20, 1977 ნახვა
სამხედრო
ჯუანშერ ბურჭულაძე - ასეთი სოციალური პირობები ჯარში აქამდე არ ყოფილა და ეს იქნება განგრძობითი პროცესი
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და უწყების მისამართით მიმდინარე დისკრედიტაციის კამპანიას გამოეხმაურა. „ხდება დისკრედიტაცია ზუსტად იმ მიმართულებების, რაზეც ჩვენ ძალიან წარმატებით ვიმუშავეთ, როგორიცაა, ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების უნიფორმა და საცხოვრებელი პირობები,“ - განაცხადა მინისტრმა. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ჯარიდან როგორც გადინება, ისე შემოდინება არის ცოცხალი პროცესი. „ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ ეს პროცესი შევამციროთ. ამას ჩვენ ვუპირისპირებთ იმ პირობებს, რაც შევქმენით ჯარში. ასეთი კომფორტული პირობები, ასეთი სოციალური პირობები ჯარში აქამდე არ ყოფილა. ჩვენ არ ვართ კმაყოფილი და არ დაგვისრულებია ამით, რა შედეგსაც მივაღწიეთ. ეს იქნება განგრძობითი პროცესი,“ - განაცხადა მინისტრმა. „ყველა ვიაზრებთ, რომ ჯარის რიცხოვნობა არის საიდუმლო ინფორმაცია, ეს არის სახელმწიფო საიდუმლოება, ეს არ არის ჩემი საიდუმლოება. როდესაც ჩვენ ამას ვებრძვით და ვერ ვიაზრებთ, რომ ჯარიდან გადინებაა და ამაზე ასე აპელირებას ვაკეთებთ, ეს შემიძლია შევადარო იმ მოვლენას, რაც მოხდა ერეკლე მეორეს დროს, ჩვენი არაკეთილმოსურნეები რომ ამბობდნენ, ერეკლე მეფეს მეზარბაზნეები აღარ ჰყავსო...“ - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ. მინისტრმა უნიფორმასთან და კვებასთან დაკავშირებით გაჟღერებული ბრალდებებსაც უპასუხა და განაცხადა, რომ ესეც აღნიშნული დისკრედიტაციის კამპანიის ნაწილია: „როდესაც პირველად ვიყიდეთ „ლოვა“ და ამას აშუქებდა ყველა, მივიღეთ გერმანელებისგან გამაოგნებელი წერილი, რომელიც ჩვენგან მიწერეს, არის თუ არა ეს ნამდვილი და ხომ არ მზადდება სადღაც მეორად ქარხანაშიო... ჩვენს ჯარისკაცებს არ აქვთ მხოლოდ ერთი უმაღლესი ხარისხის ბათინკი, არამედ აქვთ ორი წამყვანი ბრენდის ბათინკი, რომელიც არის ყველა სეზონზე გათვლილი და თუ მოხდა ის იშვიათი შემთხვევა და ჯარისკაცს დაუზიანდა ბათინკი, აქვს მეორე, ანალოგიური ხარისხის და ასევე, მესამე წყვილი ბათინკი, რომელიც ასევე მაღალი ხარისხის არის, სათადარიგოდ აქვს ყველა სამხედრო მოსამსახურეს.“
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)