|
2022-09-15 22:17:53, 1074 ნახვა
პოლიტიკა
ზელენსკი - მიზანს აუცილებლად მივაღწევთ, გაჩერებას არ ვაპირებთ
ევროკომისიის პრეზიდენტთან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მერვე პაკეტის მიღებაც განვიხილეთ. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, გაჩერებას არ აპირებენ და მიზანს აუცილებლად მიაღწევენ. "ევროკომისიის პრეზიდენტთან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მერვე პაკეტის მიღებაც განვიხილეთ. ჩვენი პოზიციები დაემთხვა. ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ომის გამო სხვა ქვეყანაში არიან, სამშობლოში დაბრუნდებიან. თუმცა ჩვენ ვალდებულები ვართ, მათ უსაფრთხოების გარანტია მივცეთ. ველოდებით, რომ პარტნიორები შეიარაღებას მოგვაწოდებენ, რათა ჩვენი გამარჯვება კიდევ უფრო დავაჩქაროთ. დღეს არსებული წარმატება ჩვენი არმიის დამსახურებაა. გაჩერებას არ ვაპირებთ და მიზანს აუცილებლად მივაღწევთ". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები ორაზროვან განცხადებებს აკეთებენ ევროპარლამენტარებთან და საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან მიმართებაში, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული სამი დეპუტატის - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)