|
2022-09-15 20:47:43, 943 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტმა უკრაინისთვის მიკრო-ფინანსური სესხის სახით €5 მილიარდი დაამტკიცა
უკრაინისთვის მიკრო-ფინანსური სესხის სახით €5 მილიარდი დავამტკიცეთ. - ამის შესახებ ინფორმაციას ევროპარლამენტი ავრცელებს. მათივე თქმით, ეს ევროკავშირის €9-მილიარდიანი დახმარების პაკეტის მეორე ნაწილია. ""უკრაინის გარე დაფინანსების მოთხოვნილებები სწრაფად გაიზარდა რუსეთის თავდასხმის გამო. გზების, ხიდების, ქარხნების, სახლების, საავადმყოფოების და სხვა ფიზიკური ინფრასტრუქტურისთვის უზარმაზარი ზიანის გარდა, ქვეყანამ ასევე დაკარგა წვდომა საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებთან". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)