17:56 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-15 16:02:10, 1199 ნახვა

მსოფლიო
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საზღვარზე 71 ადამიანი დაიღუპა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთთან დაპირისპირების შედეგად დაღუპული სამხედროების მონაცემებს აქვეყნებს. 

უწყების ინფორმაციით, აზერბაიჯანის საზღვარზე 71 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა.

შეგახსენებთ, რომ სამშაბათს ღამით, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე საომარი მოქმედებები დაიწყო. მხარეებმა ერთმანეთი პროვოკაციებში დაადანაშაულეს. ერევანმა დილით მიმართა რუსეთს, CSTO-ს და გაეროს უშიშროების საბჭოს.

სომხეთის ცნობით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ქვეყნის ტერიტორიაზე საარტილერიო ცეცხლი გახსნეს.

ერევნის ცნობით, ბაქომ გამოიყენა დრონები და ასევე მიიღო "მოქმედებები პოზიციების წინსვლისთვის" ზოგიერთ რაიონში.

დაზარალდა საზღვარზე მდებარე ტერიტორიები - გეღარქუნიკის, ვაიოც ძორის, სიუნიქის რეგიონები (აკავშირებს სომხეთს ირანთან), რომლებიც არ არის დაკავშირებული მთიან ყარაბაღთან .

მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სომხური მხრიდან 105, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან 71 სამხედრო დაიღუპა.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics