|
2022-09-15 13:43:28, 1083 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პრეზიდენტის მოსმენა ვის რაში სჭირდება, ჩემი მოსმენა კიდევ შეიძლება საინტერესო იყოს
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პრეზიდენტის მოსმენა ვის რაში სჭირდება. აბსურდულია, განცხადებები და ჩვენ გვიწევს კომენტარების გაკეთება,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, მისი მოსმენა შეიძლება საინტერესო იყოს, იმიტომ რომ „ბევრი ინფორმაციის მატარებელია, ბევრ გადაწყვეტილებას იღებს და ბევრ ადამიანთან აქვს კომუნიკაცია”. „ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პრეზიდენტის მოსმენა ვის რაში სჭირდება. აბსურდულია, განცხადებები და ჩვენ გვიწევს კომენტარების გაკეთება. ჩემი მოსმენა შეიძლება საინტერესო იყოს, იმიტომ რომ ბევრი ინფორმაციის მატარებელი ვარ და ბევრ გადაწყვეტილებას ვიღებ და ბევრ ადამიანთან მაქვს კომუნიკაცია, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იყო გარკვეული სისტემური სერიოზული სისტემური პრობლემა, რომელიც ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს და მე შეგახსენებთ, რომ 2012 წლამდე როდესაც იყო ეს სისტემური პრაქტიკა, უმძიმესი პრაქტიკა დანერგილი, მაშინ ერთი, რომ უსმენდნენ და მერე ამას პრაქტიკაშიც იყენებდნენ ადამიანების წინააღმდეგ და სწორედ ასეთი ფორმით ,მოქმედებდნენ მაშინ რეპრესიული რეჟიმი. სწორედ ეს რეპრესიული რეჟიმი დამთავრდა, ჩვენ ეს სისტემური მოსმენა არაფერში არ გვჭირდება, იმიტომ რომ რეპრესიული რეჟიმი არ გვაქვს ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ, აქედან გამომდინარე, ვიღაცები როდესაც ავლებენ პარალელებს ეს არის ცარიელი სპეკულაცია, როდესაც ამას აკეთებს რადიკალური ოპოზიცია გასაგებია, პრეზიდენტი ამას რომ ვერ ხვდება გასაგებია, რომ ამას ამოძრავებს იგივე დღის წესრიგი, რაც ამოძრავებს რადიკალურ ოპოზიციას”,- განაცხადა კობახიძემ.
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)