|
2022-09-15 11:28:47, 1432 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის მიერ სახალხო დამცველობის კანდიდატთა შერჩევის პროცესი დაიწყო
2022 წლის 15 სექტემბრიდან იწყება საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატთა შერჩევის პროცესი. საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად: ა) საქართველოს სახალხო დამცველად აირჩევა საქართველოს მოქალაქე; ბ) საქართველოს სახალხო დამცველად ერთი და იმავე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევა დაუშვებელია. საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატად წარდგენის მსურველ პირთა (შემდგომ − კანდიდატი) განცხადებები მიიღება 2022 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით. კანდიდატის განცხადებაში მითითებული უნდა იყოს: კანდიდატის სახელი და გვარი, განათლება, სამეცნიერო ხარისხი (თუ აქვს), სამუშაო ადგილი და თანამდებობა, საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი. ამ განცხადებას ხელს უნდა აწერდეს კანდიდატი. მას უნდა დაერთოს: ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი; ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები; გ) კანდიდატის ავტობიოგრაფია (CV); დ) ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში პრაქტიკული გამოცდილების დამადასტურებელი დამატებითი დოკუმენტები, კანდიდატის შეხედულებისამებრ. განცხადების წარდგენით კანდიდატი იძლევა თანხმობას იმაზე, რომ მოძიებულ იქნეს კანდიდატის შესახებ ინფორმაცია და დამუშავდეს კანდიდატის პერსონალური მონაცემები „2022 წელს საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის კანდიდატურების წარდგენის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2022 წლის 14 სექტემბრის №1/415/22 ბრძანების შესაბამისად.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)