|
2022-09-14 21:03:05, 904 ნახვა
პოლიტიკა
შოლცი - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად რეკომენდაციები დასახელებულია, მისი შესრულება აუცილებელია
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება აუცილებელია. - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. მისივე თქმით, 12 კრიტერიუმი დასახელებულია, ეს უკვე თვითონ ქვეყანამ უნდა გააკეთოს. "ჩვენ დიდი წვლილი შევიტანეთ იმ გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც ევროკავშირის საბჭომ უკვე მიიღო და ეს გახლავთ ევროპული პერსპექტივა. 12 კრიტერიუმი დასახელებულია, რომლებიც აუცილებელია კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ეს არის უკვე ის, რაც თვითონ ქვეყანამ უნდა გააკეთოს, უნდა მიაღწიოს ამას. თუკი ეს პირობები შესრულდება, რომლებიც აუცილებელია – დემოკრატიული, სუვერენული ქვეყნების სამართლებრივი სახელმწიფოსა და სოციალური, საბაზრო ეკონომიკების წრეში შესვლა, მაშინ, რა თქმა უნდა, ამ ქვეყანას შეუძლია და გერმანია საქართველოს დაეხმარება ამაში. თუ გახსოვთ, ცოტა ხნის წინ პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში გამოვედი სიტყვით. იქ პირდაპირ ვილაპარაკე ამის შესახებ და მე ამ ევროპულ ადგილას, ევროპულ ქალაქში წავიკითხე სწორედ ეს სიტყვა, რომელშიც ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირე ჩემი აზრი ამაზე". - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის თარგმანს ეფუძნება. შეგახსენებთ, რომ დღეს ირაკლი ღარიბაშვილსა და ოლაფ შოლცს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)