|
2022-09-14 11:16:36, 1138 ნახვა
მსოფლიო
აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე დაძაბულობა გრძელდება - რამდენი ადამიანი ემსხვერპლა შეტაკებებს
ორშაბათს ღამით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეტაკების შედეგად დაიღუპა თითქმის 100 ჯარისკაცი. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ 49 ჯარისკაცი დაიღუპა ღამის შეტაკებებში, ხოლო აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 50 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. აღსანიშნავია, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს საარტილერიო შეტევის განახლებაში ადანაშაულებენ. შეგახსენებთ, რომ სამშაბათს ღამით, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე საომარი მოქმედებები დაიწყო, მხარეებმა ერთმანეთი პროვოკაციებში დაადანაშაულეს. ერევანმა დილით მიმართა რუსეთს, CSTO-ს და გაეროს უშიშროების საბჭოს. სომხეთის ცნობით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ქვეყნის ტერიტორიაზე საარტილერიო ცეცხლი გახსნეს. ერევნის ცნობით, ბაქომ გამოიყენა დრონები და ასევე მიიღო "მოქმედებები პოზიციების წინსვლისთვის" ზოგიერთ რაიონში. დაზარალდა საზღვარზე მდებარე ტერიტორიები - გეღარქუნიკის, ვაიოც ძორის, სიუნიქის რეგიონები (აკავშირებს სომხეთს ირანთან ), რომლებიც არ არის დაკავშირებული მთიან ყარაბაღთან . ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)