|
2022-09-14 10:16:32, 1773 ნახვა
ომი უკრაინაში
პენტაგონი - უკრაინის წარმატებული კონტრშეტევა მხოლოდ რუსეთისთვის იყო მოულოდნელი
უკრაინის წარმატებული კონტრშეტევა მოკავშირეებისთვის სიურპრიზი არ ყოფილა,- ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, პეტ რაიდერმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან, მათ იხილეს, როგორ გამოავლინეს უკრაინელებმა ადაპატიციის უნარი და საბრძოლო შესაძლებლობის გამოყენების ეფექტურობა. „ვფიქრობ, ვინმე თუ იყო გაოცებული, სავარაუდოდ, ეს რუსები იყვნენ. რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან, ჩვენ ვნახეთ, როგორ გამოავლინეს უკრაინელებმა გამაოგნებელი ადაპატიციის უნარი და საბრძოლო შესაძლებლობის გამოყენების ეფექტურობა. ამიტომ, ჩვენთვის გასაკვირი არ არის, რომ ისინი ისე სწრაფად მოქმედებენ, როგორც ვნახეთ“,-განაცხადეს პენტაგონში. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ". რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)