|
2022-09-14 09:50:31, 1253 ნახვა
მსოფლიო
„რაც შეიძლება სწრაფად შეწყვიტეთ ცეცხლი და გაიყვანეთ ჯარები უკრაინიდან“ - შოლცი პუტინს ტელეფონით ესაუბრა
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცმა მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, პატივი სცეს „უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“ და სრულად გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან. როგორც გამოცემა Deutsche Welle წერს, შოლცისა და პუტინის სატელეფონო საუბარი 90 წუთი გაგრძელდა, რა დროსაც შოლცმა „მოუწოდა“ პუტინს, ეძიოს „დიპლომატიური გადაწყვეტა რაც შეიძლება სწრაფად, ცეცხლის შეწყვეტის, რუსული ძალების სრული გაყვანისა და რუსეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემაზე დაფუძნებული“. გერმანიის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიის ანექსიისთვის ახალი ზომების მიღების შემთხვევაში, ეს არ დარჩება „უპასუხოდ“ და რომ არავითარ შემთხვევაში არ იქნება „აღიარებული“ ახალი ხაზები. გარდა ამისა, მან სთხოვა პუტინს, მოეპყრო დატყვევებულ მებრძოლებს „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად“, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ლიდერებმა ასევე განიხილეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მდგომარეობა, მანამდე კი შოლცმა სთხოვა პუტინს, თავიდან აეცილებინა „ნებისმიერი ესკალაცია“ ობიექტის „უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“. გერმანიის უწყების ინფორმაციით, ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ კონტაქტი გააგრძელონ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)