|
2022-09-13 20:37:21, 1286 ნახვა
პოლიტიკა
თელავივში გამართულ შეხვედრაზე „ჯანმო“-მ С ჰეპატიტის ელიმინაციის პროცესში, საქართველოს წარმატებაზე გაამახვილა ყურადღება
ტუბერკულოზისა და შიდსის დაძლევის გზების, ასევე ვირუსული ჰეპატიტებისა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების აღმოფხვრის შესახებ ისაუბრეს თელავივში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული კომიტეტის სხდომის ფარგლებში, გამართულ შეხვედრაზე სხვადასხვა ქვეყნის მინისტრებმა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, С ჰეპატიტის ელიმინაციის პროცესში, საქართველოს წარმატებაზე გაამახვილა ყურადღება და ზურაბ აზარაშვილს კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარება სთხოვა. „ჩვენთვის დიდი პატივია, რომ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აირჩიეს ჯანმო-ს ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის თანამშრომლობის ცენტრად, რათა მხარი დაუჭიროს წევრ სახელმწიფოებს ჰეპატიტის ელიმინაციის ეროვნული სამოქმედო გეგმების შემუშავებაში, მათ გადახედვასა და მონიტორინგში. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სკრინინგის, ტესტირებისა და მკურნალობის სრული ფინანსური დაფარვის გამო, საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს C ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლაში. „მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენი ყურადღება გამახვილდება პრევენციულ ღონისძიებებზე, რათა თავიდან ავიცილოთ ახალი ინფექციების გავრცელება. სისხლის უსაფრთხოების ახალი კანონმდებლობის დანერგვა, სისხლის ცენტრალური ბანკის შექმნა, ინფექციების კონტროლის გაუმჯობესება ჯანდაცვის სფეროში, C ჰეპატიტის სერვისების ინტეგრირება ზიანის შემცირების პუნქტებში არის ჩვენი ძირითადი პრიორიტეტები, რომლებიც ასახულია C ჰეპატიტის ელიმინაციის სტრატეგიაში“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. ზურაბ აზარაშვილი თელავივში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რიგით 72-ე სესიაში იღებს მონაწილეობას.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)