|
2022-09-13 20:13:31, 1288 ნახვა
პოლიტიკა
ტენზერი - მსოფლიოს ორგანიზაციებმა ხმა უნდა აიმაღლონ ნიკა გვარამიას დაპატიმრების წინააღმდეგ
მსოფლიოს ორგანიზაციებმა ხმა უნდა აღიმაღლონ ნიკა გვარამიას დაპატიმრების წინააღმდეგ. - ამის შესახებ „მთავარი არხის" გადაცემაში "დღის სტუმარი" ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის (CEPA) მკვლევარმა, ნიკოლას ტენზერმა განაცხადა. მისივე თქმით, სააკაშვილის საქმესაც იგივე ეხება. "მე ვფიქრობ, როდესაც საქმე გვაქვს ისეთ ფაქტთან, როგორიცაა თქვენი დირექტორის დაპატიმრება მიუკერძოებლობის ყველა პრინციპის დარღვევით, ასეთ შემთხვევაში ევროკავშირმა და აშშ-მა რეაგირება უნდა მოახდინონ. იმიტომ რომ ეს ადამიანის უფლებების საკითხია, ევროკავშირი და აშშ კი დაფუძნებულია სწორედ ადამიანის უფლებების დაცვაზე, კანონის უზენაესობაზე და თავისუფალი მედიის პრინციპებზე. ამიტომ, მე ვთვლი, რომ არა მხოლოდ ევროკავშირმა და აშშ-მა, არამედ მთელი ცივილიზებული მსოფლიოს ორგანიზაციებმა ხმა უნდა აღიმაღლონ ამ ფაქტის წინააღმდეგ და მოითხოვონ საქართველოს მთავრობისგან ახსნა-განმარტებები ამ საქმეზე, რომელიც აბსურდული ჩანს. შეგახსნეებთ, რომ ნიკა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების აზრით აბსურდული ბრალდბით ზის.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)