07:35 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-13 16:54:53, 1497 ნახვა

მსოფლიო
სომხეთის თავდაცვის სამინისტრო - საზღვრის ზოგიერთ მონაკვეთზე სიტუაცია კვლავ უკიდურესად დაძაბულია

ადგილობრივი დროით 14:00-ზე სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ზოგიერთ მონაკვეთზე სიტუაცია კვლავ უკიდურესად დაძაბული რჩება,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები აგრძელებენ მათ წინაშე დასახული საბრძოლო ამოცანების შესრულებას.

„მიუხედავად დაბომბვის ინტენსივობის მნიშვნელოვანი შემცირებისა, მტერი აგრძელებს პოზიციური წინსვლის მცდელობებს, განსაკუთრებით ნერკინ ჰანდის, ვერინ შორჟას, არტანიშისა და სოტკის მიმართულებით. სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები აგრძელებენ მათ წინაშე დასახული საბრძოლო ამოცანების შესრულებას”,- აღნიშნულია განცხადებაში.

სამინისტროს ცნობითვე, აზერბაიჯანის იერიშების შედეგად დაშავდა რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქეც. 

შეგახსენებთ, რომ სომხეთი-აზერბაიჯანის საზღვარზე ბრძოლები 13 სექტემბრის ღამეს დაიწყო. მხარეებმა ერთმანეთის დადანაშაულება დაიწყეს.

სომხეთი აზერბაიჯანს დასახლებებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მისამართით ცეცხლის გახსნაში სდებს ბრალს, რასაც აზერბაიჯანული მხარე უარყოფს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიულ ჯგუფებს აზერბაიჯანს არმიის პოზიციებისთვის ცეცხლის გახსნაში და სასაზღვრო რაიონების დანაღმვაში ადანაშაულებს.

ამასთან, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დილის 09:00 საათიდან იქნა მიღწეული. თუმცა, როგორც სააგენტო „ტრენდ აზი“  აღნიშნავს, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა შეთანხმება დაარღვიეს, რის შემდეგაც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 09:15 საათიდან აღდგა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics