|
2022-09-13 16:52:00, 1824 ნახვა
ომი უკრაინაში
დაზვერვა - რუსული FSB დროებით ანექსირებული ყირიმიდან ევაკუაციისთვის ემზადება
რუსული FSB დროებით ანექსირებული ყირიმიდან ევაკუაციისთვის ემზადება. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაცემული განკარგულების შინაარსზე დაყრდნობით ავრცელებს. მისივე თქმით,ოკუპანტებმა აკრძალეს ხელშეკრულების დადება საცხოვრებლის ყიდვა-გაყიდვის შესახებ, დააწესეს შეზღუდვები ყირიმის ხიდზე გადაადგილებაზე და ყველანაირად ცდილობენ დახურონ ინფორმაცია უკრაინის დამცველების კონტრშეტევით ქმედებების შესახებ. "უკრაინის დამცველების წარმატებული ქმედებები აიძულებს დროებით ოკუპირებული ყირიმის და ჩვენი სახელმწიფოს სამხრეთის ე.წ. ხელისუფლებას, სასწრაფოდ გადაასახლონ თავიანთი ოჯახები რუსეთის ტერიტორიაზე. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)