|
2022-09-13 16:19:18, 1449 ნახვა
სამართალი
ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, სასამართლომ 8 დაკავებულიდან 5 პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
28 ივლისს ცხვარიჭამიაში მოკლული 20 წლის მირიან კუკავას განზრახ მკვლელობის საქმეზე მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 8 დაკავებულიდან 5 პირი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სასამართლო პროცესზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გადაისინჯა და 3 პირის მიმართ ძალაში დარჩა. ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა ჯგუფურ ხულიგნობაში ბრალდებული სამი და ცრუ ინფორმაციის მიწოდებასა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ეჭვმიტანილი ორი პირი. შეგახსენებთ, ცხვარიჭამიაში სისხლიანი დაპირისპირება 28 ივლისს, წვეულებაზე მოხდა, სადაც 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა. დაპირისპირებისას 20 წლის მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენეს, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)