21:33 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-06 15:56:21, 5009 ნახვა

სამართალი
რევაზ ნადოი: ზურაბ ჟვანიას ცხედარს ბალზამირება არ უნდა ჩატარებოდა

„ზურაბ ჟვანიას ცხედარს, მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არსებული ეჭვებიდან გამომდინარე, ბალზამირება არ უნდა ჩატარებოდა“, - ამის შესახებ  პროკურორმა რევაზ ნადოიმ  საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებული ექსპერტის, ლევან ჩაჩუას პროცესის დასრულების შემდეგ,  ექსპერტთა ჩვენებებზე დაყრდნობით  განაცხადა.

მან ასევე სანიტარი არჩილ ჭიკაიძის ჩვენებიდან გამომდინარე განმარტა, რომ სანიტარმა, ზურაბ ჟვანიას გვამს ბალზამირება უშუალოდ ლევან ჩაჩუას დავალებით ჩაუტარა.

„სასამართლოზე დაიკითხა ერთ-ერთი სანიტარი არჩილ ჭიკაძე, რომელმაც კატეგორიულად განაცხადა, რომ არც შესაბამისი განათლება, არც შესაბამისი ცოდნა და არც ვალდებულება არ ქონდა, რომ გვამები დაეთვალიერებინა,  საეჭვო უბნები დაეფიქსირებინა და არ ქონდა უფლება განესაზღვრა იყო თუ არა  დაზიანებული  ესა თუ ის უბანი.  მან განმარტა, რომ ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ბრალდებულ ჩაჩუას მოვალეობა და მისი პრეროგატივა. მოწმემ განმარტა, რომ მან შეასრულა მხოლოდ ტექნიკური სახის მანიპულაცია. ექსპერტებმა განმარტეს, რომ ასეთ შემთხვევებში ბალზამირების გაკეთება არის დაუშვებელი. სანიტარის თქმით, ზურაბ ჟვანიას გვამს  მან უშუალოდ ლევან ჩაჩუას დავალებით ჩაუტარა ბალზამირება“,-განაცხადა რევაზ ნადოიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics