22:06 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-13 14:19:46, 1777 ნახვა

ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - ლუგანსკის ან დონეცკის გათავისუფლებას დომინოს ეფექტი ექნება, რომელიც მთელ რუსულ ფრონტს ჩამოშლის

ლუგანსკის ან დონეცკის გათავისუფლებას დომინოს ეფექტი ექნება, რომელიც მთელ რუსულ ფრონტს ჩამოშლის,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

პოდოლიაკის თქმით, უკრაინას ახლა ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემები სჭირდება, რათა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები დაიცვა შეძლოს, ასევე სჭირდება მეტი შეიარაღება უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაციისთვის.

„უპირველეს ყოვლისა, საჭიროა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემებით დაცვა, რადგან რუსეთი მხოლოდ სამოქალაქო პირებთან იბრძოლებს. მეორე მხრივ, ლუგანსკის ან დონეცკის გათავისუფლებას დომინოს ეფექტი ექნება და ჩამოშლის მთელ რუსულ ფრონტს და რუსეთის ფედერაციაში პოლიტიკურ დესტაბილიზაციას გამოიწვევს. ეს რეალურია. საჭიროა ნება (იარაღი)“, – წერს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ".

რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics