|
2022-09-13 12:24:34, 1008 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - NGO-ები, რომლებიც დეზინფორმაციის გამოვლენაზე მუშაობენ, ხშირად თვითონ ავრცელებს დეზინფორმაციას
,,არა მარტო პოლიტიკური პარტიები უნდა იყვნენ გამჭვირვალე ფინანსური თვალსაზრისით, არამედ იგივე ეხება NGO-ებსაც, განსაკუთრებით ყველაზე მდიდარ NGO-ებს, რომლებიც არიან პოლიტიკურ პროცესებში ჩართული და პირდაპირ გამოხატავენ პოლიტიკურ პრეფერენციებს. რატომ არის მათი საქმიანობა გაუმჭვირვალე ესეც, თავისთავად ბუნებრივია, კითხვებს აჩენს,’’ - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, იმ NGO-ებს, რომლებიც დეზინფორმაციის გამოვლენაზე მუშაობენ, მაგალითად factcheck, ხშირად თვითონ ავრცელებს დეზინფორმაციას. ,,რაც შეეხება იმ NGO-ებს, რომლებიც დეზინფორმაციის გამოვლენაზე მუშაობენ, მაგალითად ასეთია factcheck, ხშირად თვითონ ავრცელებს დეზინფორმაციას, ფაქტობრივ ტყუილებს. მათაც აქვთ პირდაპირი პოლიტიკური ინტერესები. თუ გავყვებით მათ ფესვებს და დამფუძნებლებს, ძალიან მარტივად ამოვიკითხავთ ასეთი NGO-ების უკან კონკრეტულ სახელებს და გვარებს, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებული რადიკალურ ოპოზიციასთან. არის რამდენიმე ყველზე მდიდარი NGO, რომელიც ფინანსდება სხვადასხვა წყაროდან. რა თქმა უნდა, როდესაც ისინი გამოდიან პოლიტიკური მოთხოვნებით და აჩვენებენ პოლიტიკურ ამბიციას მით უმეტეს, მათ აქვთ მორალური ვალდებულება აჩვენონ გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი, თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა მათი ხარჯები და ამასთან დაკავშირებით არავითარი ინფორმაცია საზოგადოებას არ აქვს, რაც რისკებს ქმნის. ჩვენი ქვეყანა პატარა სახელმწიფოა და ბუნებრივია, მოწყვლადია სხვადასხვა რისკების მიმართ. ასეთ დროს გამჭვირვალობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. აქედან გამომდინარე ჩვენ მაინცდამაინც დიდი კითხვის ნიშნები არ გვაქვს, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არიან ისინი ჩართული პოლიტიკურ აქტივობებში, საზოგადოებამ, უნდა განავითაროს საკუთარი მსჯელობა ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია, რომ მათ ხარჯები იყოს გამჭვირვალე საზოგადოებისთვის. ამის ვალდებულება მათ დღეს კანონით არ აქვთ, მაგრამ ეს არის ერთგვარი მორალური ვალდებულება თუ საზოგადოებას ეტყვიან მეტს საკუთარი ხარჯების შესახებ ეს იქნებოდა ძალიან კარგი და საზოგადოება დამატებით დასკვნებს გამოიტანდა,’’ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)