|
2022-09-12 12:39:12, 1035 ნახვა
პოლიტიკა
შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც ჟურნალისტურ გამოძიებაში გახმაურებულ ფაქტებს შეისწავლის - „ლელოს“ ინიციატივა
პარტია "ლელო საქართველოსთვის" ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმიანება და გამოდის ინიციატივით, რომ შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომლის ამოცანა იქნება შეისწავლოს ჟურნალისტურ გამოძიებაში გახმაურებული ფაქტები. როგორც სალომე სამადაშვილმა განაცხადა, გახმაურებული ფაქტები მოითხოვს დაუყოვნებლივ რეაგირებას, რადგან იმ ინფორმაციაში, რომელიც გავიდა ჟურნალისტურ საგამოძიებო სიუჟეტში იკვეთება ძალიან ნათლად ის ფაქტები, რომლებიც შესაძლოა შეადგენდეს როგორც ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს, ასევე, საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევას. "პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" მიიჩნევს, რომ ჟურნალისტურ გამოძიებაში გაჟღერებული ფაქტების დაუყოვნებლივი გამოძიება სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის გადაუდებელი აუცილებლობას წარმოადგენს. შესაბამისად, "ლელო" გამოდის ინიციატივით, შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომლის ამოცანა იქნება შეისწავლოს ჟურნალისტურ გამოძიებაში გახმაურებული ფაქტები. მოუხედავად იმისა, რომ საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაცია, სავარაუდო დანაშაულის შესახებ, გამოძიების დაწყების საფუძველია, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ამ საქმეზე გამოძიების დაწყება, ნაკლებ სავარაუდოა. გამოძიების დაწყების შემთხვევაში, ობიექტურობის მოლოდინი კი, ფუჭია", - განაცხადა სამადაშვილმა. ცნობისთვის, ნოდარ მელაძის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მოამზადეს სიუჟეტი, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს ეხებოდა. "ტვ პირველის" ცნობით, სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი ფარულად ჩაიდა რუსეთის ტერიტორიაზე შეხვედრაზე და შემდგომ უმასპინძლა რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების მაღალი თანამდებობის პირებს თბილისში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)