|
2022-09-12 00:25:55, 1776 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ თბოელექტროსადგურზე დარტყმას ცინიკური ტერორისტული აქტი უწოდა
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსები და უკრაინელები ერთ ხალხად არ შეიძლება ჩაითვალონ. მან სარაკეტო დარტყმებს "ცინიკური" ტერორისტული აქტი" უწოდა. "გაუვალი სიბნელეშიც კი, უკრაინა და ცივილიზებული სამყარო ნათლად ხედავს ამ ტერორისტულ აქტებს. მიზანმიმართული და ცინიკური სარაკეტო თავდასხმები სამოქალაქო კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. არანაირი სამხედრო დანადგარები. ხარკოვისა და დონეცკის რეგიონები ელექტრო ენერგიისგან გათიშულია. ზაპოროჟიეში, დნეპროპეტროვსკი, სუმი - ნაწილობრივი პრობლემება საკვებთან დაკავშირებით. შენ მაინც გგონია რომ ერთი ხალხი ვართ? კიდევ გგონიათ, რომ შეგვაშინებთ და გაგვტეხავთ, დაგვარწმუნებთ დათმობებზე? მართლა ვერაფერი გაიგეთ? ვერ ხვდები ვინ ვართ? რისთვის ვართ? რაზე ვსაუბრობთ? : გაზის გარეშე თუ შენს გარეშე? შენს გარეშე. სინათლის გარეშე თუ შენს გარეშე? შენს გარეშე. წყლის გარეშე თუ შენს გარეშე. შენს გარეშე. საჭმლის გარეშე თუ შენს გარეშე? შენს გარეშე. სიცივე, შიმშილი, სიბნელე და წყურვილი არ არის ჩვენთვის ისეთი საშინელი და მომაკვდინებელი, როგორც შენი მეგობრობა და ძმობა. მაგრამ ისტორია ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებს. და ჩვენ ვიქნებით გაზით, შუქით, წყლით და საკვებით... და თქვენს გარეშე! - განაცხადა ვლოდიმერ ზელენსკიმ მიმართვაში. დღეს ღამით, უკრაინის ხუთი რეგიონი მთლიანად ან ნაწილობრივ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, კირილო ტიმოშენკომ განაცხადა, რომ ხარკოვის, სუმის, პოლტავას, დნეპროპეტროვსკისა და დონეცკის ოლქები ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ზოგიერთ რაიონში წყალმომარაგების პრობლემაც იყო. „ელექტროენერგიის გათიშვა შეიძლება მოხდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით. რუსებს სურთ დაგვტოვონ სინათლის, წყლისა და სითბოს გარეშე“, - განაცხადა ტიმოშენკომ. ტიმოშენკოს თქმით, ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ხარკოვის მახლობლად "ორი საკრუიზო რაკეტა მოხვდა კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე". პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ რუსეთმა დაარტყა CHP-5 ხარკოვში, უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე დიდ თბოელექტროსადგურზე. უკრაინის ხარკოვის ოლქის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, მეორეს კი ეძებენ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)