|
2022-09-11 12:38:01, 1652 ნახვა
მსოფლიო
ტრასი მაკრონს „პუტინის უკანონო ომით გამოწვეული“ ენერგეტიკული კრიზისის დაძლევის გზებზე ესაუბრა
დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა პირველი სატელეფონო საუბარი გამართა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და მის პოლონელ კოლეგასთან მატეუშ მორავიეცკისთან. როგორც ბრიტანეთის მთავრობაში განაცხადეს, ტრასმა და მაკრონმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და ნაბიჯები "პუტინის უკანონო ომით გამოწვეული" ენერგეტიკული კრიზისის დასაძლევად. ბრიტანეთისა და საფრანგეთის ლიდერებმა დიალოგში ყურადღება გაამახვილეს უკრაინის მხარდაჭერაზე და რეაგირებაზე ომის შედეგებზე სასურსათო უსაფრთხოებაზე და ენერგეტიკულ ფასებზე. ტრასმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან მორავიეცკისთან ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების გზები განიხილა, განსაკუთრებით უკრაინის ხალხის მხარდასაჭერად თანამშრომლობის კონტექსტში. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ოფისში აღნიშნეს, რომ საუბარი შეეხო ევროპის უსაფრთხოების საკითხებს, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას, რუსეთის ენერგეტიკულ შანტაჟს და მისი შედეგების აღმოფხვრის გზებს. შეგახსენებთ, რომ 5 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნებში ლიზ ტრასმა გაიმარჯვა. მეორე დღეს იგი გახდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მას შემდეგ, რაც დედოფალმა ოფიციალურად სთხოვა მას ახალი მთავრობის შექმნა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)