2022-09-10 17:02:29, 1473 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისში, შერშვაშიძის ქუჩაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ქუთაისში, შერშვაშიძის ქუჩაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, ის მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა.
თვითმხილველების თქმით, უცნაური ხმა შემოესმათ, ადგილზე კი ახალგაზრდა კაცის ცხედარი დახვდათ.
მოსახლეობამ ცხედრის იდენტიფიცირება ვერ მოახერხა, სავარაუდოდ, ის ადგილობრივი არ არის.
ამ დროისთვის ადგილზე კრიმინალური და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.
ავტორი: ექსპრესნიუსი,