|
2022-09-09 18:49:09, 1350 ნახვა
პოლიტიკა
მაკფოლისა და კასპაროვის წერილი - ივანიშვილმა უნდა იცოდეს, დაეკისრება სანქციები, თუ არ შეწყვეტს პუტინის მხარდაჭერას
ივანიშვილმა უნდა იცოდეს, დაეკისრება სანქციები, თუ არ შეწყვეტს პუტინის მხარდაჭერას. - ამის შესახებ ჭადრაკის რუსმა დიდოსტატმა, განახლების დემოკრატიული ინიციატივის, ადამიანის უფლებათა ფონდის თავმჯდომარემ გარი კასპაროვმა და რუსეთში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა, პროფესორ მაიკლ მაკფოლმა ერთობლივ წერილში განაცხადეს. მათივე თქმით ნებისმიერმა ინდივიდი, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის ომს უკრაინაში, თუნდაც ირიბად თუ პასიურად ამისთვის ფასი უნდა გადაიხადოს. "სანქციები ჯერ კიდევ არ არის დაწესებული ათასობით რუსი ჩინოვნიკის, პარტიის ლიდერების, რეგიონული მთავრობის ხელმძღვანელების, რუსეთის სახელმწიფო კონტროლირებადი საწარმოების გამგეობის წევრების, პროპაგანდისტებისა და ომის მხარდამჭერი ცნობილი ადამიანების მიმართ. დროა დაამატოთ ისინი სიაში. მესამე ქვეყნების პირებმა, რომლებიც ეხმარებიან პუტინს - როგორიცაა ყოფილი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს დე ფაქტო მმართველი - უნდა იცოდნენ, რომ მათაც დაეკისრებათ სანქციები, თუ არ შეწყვეტენ პუტინის ბარბაროსული შეჭრის მხარდაჭერას. ნებისმიერმა ინდივიდმა, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის ომს უკრაინაში, თუნდაც ირიბად თუ პასიურად, უნდა გადაიხადოს ფასი". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)