|
2022-09-08 19:10:43, 1211 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი - ჩვენ მიერ მიღებული ცვლილებები საზოგადოების თითოეული წევრის უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დაცვას ემსახურება
ცვლილებები განაპირობა კონკრეტული დანაშაულების კომპლექსურობამ, დანაშაულის ჩადენის ტექნოლოგიურმა განვითარებამ, რომლებიც, განსაკუთრებით, დღევანდელი გეოპოლიტიკური გამოწვევების გათვალისწინებით, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლესა და უსაფრთხოებას შესაძლოა, მომეტებულ საფრთხეს უქმნიდეს. - ამის შესხებ ურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ბრიფინგზე, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ ცვლილებებზე განაცხადა, რომელიც „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" შევიდა. მისივე თქმით, ამიტომ ხელისუფლების ვალდებულებაა განახორციელოს ცვლილებები, რომელიც საგამოძიებო ორგანოებს მისცემს დანაშაულის ჩადენის თანამედროვე მეთოდებთან ბრძოლის კიდევ უფრო ეფექტიან სამართლებრივ შესაძლებლობებს. „ფარული საგამოძიებო მოქმედების გახანგრძლივება და პოტენციური დამნაშავისთვის ამის შესახებ შეტყობინების გადავადება შესაძლებელი გახდა შემდეგ დანაშაულებთან მიმართებით: წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მკვლელობა; ოჯახის წევრის მკვლელობა; არასრულწლოვნის ან შშმ პირის მკვლელობა; 2 ან მეტი პირის მკვლელობა; მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით, შეკვეთით ან ანგარებით; ტრეფიკინგი და არასრულწლოვნით ვაჭრობა; ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა; წამების მუქარა; ნარკოტიკული საშუალებების გასაღება; ტერორიზმი და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები. ამრიგად, ჩვენ მიერ მიღებული ცვლილებები სწორედ რომ საზოგადოების თითოეული წევრის უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დაცვას ემსახურება". - განაცხადა ოხანაშვილმა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ს საელჩომ აღნიშნულ კანონზე განაცხადა რომ ის ევროატლანტიკური სტრუქტურებისგან დაშორებული გადაწყვეტილება და ნაბიჯი იყო.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)