|
2022-09-08 12:36:13, 829 ნახვა
პოლიტიკა
კრამონი - საქართველოში დაცული არავინაა, შეიძლება ყველა დააკავონ, ზუსტად ეს არის პრობლემა
საქართველოში დაცული არავინაა, შეიძლება ყველა დააკავონ, ზუსტად ეს არის პრობლემა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას მოსანახულებლად პენიტენციურ დაწესებულებაში არ შეუშვეს, უპატივცემულობაა. "ჩვენი მხრიდან ნიკა გვარამიას მონახულებაზე პასუხის გაუცემლობა ჩვენი უპატივცემულობაა. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო წარმატებული იყოს და დასავლელი პარტნიორების დღის წესრიგში დაბრუნდეს. მანამდე საქართველო პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების, კანონის უზენაესობისა და რეფორმების გატარების მოდელი იყო. ახლა კი კანდიდატი ქვეყნის სტატუსი რომ მიიღოთ, ამისთვის ბრძოლა გვიწევს. პირადად ჩემთვის, ეს გულდასაწყვეტია. საქართველოში დაცული არავინაა. შეიძლება ყველა დააკავონ. ზუსტად ეს არის პრობლემა. დღეს ერთი ჟურნალისტი, ხვალ მეორე აქტივისტი, შემდეგ ისევ ჟურნალისტი. ეს არის ის, რასაც რუსეთსა და ბელარუსში ვხედავთ. ძალიან სახიფათოა, როცა სამართალდამცავი ორგანოების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება შეგიძლია. სურვილი გვაქვს, რომ თქვენს ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა და გამჭვირვალე პროცესები ვიხილოთ. როდესაც ნიკა გვარამია დააკავეს, ჩვენ ეს ვერ დავინახეთ" , - აცხადებს ევროპარლამენტარი. შეგახსენებთ, რომ 16 მაისს ნიკა გვარამიას მოსამართლემ რუსთავი 2-ის საქმეზე 3 წელი და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)