|
2022-09-08 11:45:57, 1030 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია - პირველი ავარიული კორპუსის საპილოტე პროექტის ტენდერი დასრულდა, დემონტაჟი კი ოქტომბერში დაიწყება
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პირველი ავარიული კორპუსის საპილოტე პროექტის სადემონტაჟო-სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით სატენდერო პროცედურა დასრულდა. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ტენდერში შპს „ბი ქეი ქონსთრაქშენმა“ გაიმარჯვა. კორპუსის დემონტაჟი კი, მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყება. „გვაქვს კარგი სიახლე იმ ადამიანებისთვის, ვინც წლებია გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. პირველი ავარიული კორპუსის საპილოტე პროექტის სადემონტაჟო-სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით ტენდერი დასრულდა. მასში მონაწილეობდა ორი პრეტენდენტი და ვაჭრობის შედეგად ფასმა დაიკლო 260 ათასი ლარით. ვაჭრობაში მინიმალური ფასი დააფიქსირა - შპს „ბი ქეი ქონსთრაქშენმა“ და ის არის გამარჯვებული. გამოცხადებული ფასი იყო - 6,480,330.00 ლარი. შემოთავაზებული ფასია - 6,199,330.00 ლარი. სამგორის რაიონში მდებარე მეოთხე კატეგორიის ავარიულობის მქონე შენობა იქნება პროგრამის პირველი მონაწილე, რომლის დემონტაჟი დაიწყება მიმდინარე წლის ოქტომბერში. სამშენებლო სამუშაოები მომდევნო ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში, უნდა დაკმაყოფილდეს 36 ოჯახი, რომელიც მუნიციპალიტეტს უკვე გაყვანილი ჰყავს ქირით“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, დედაქალაქის მერია აღნიშნული საპილოტე პროგრამით დამატებით 12 ავარიული კორპუსის პროექტს ამუშავებს. „ამ საპილოტე პროექტის პარალელურად, მერია ამუშავებს დამატებით 12 ავარიული კორპუსის პროექტს. გამგეობები მოლაპარაკებებს აწარმოებენ კიდევ ათეულობით კორპუსის მოსახლეობასთან. მინდა მოსახლეობას თხოვნით მივმართო - თქვენი მხარდაჭერა, ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელებაში. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევა, რომ მოლაპარაკებების პროცესში ადგილობრივების მხრიდან უფრო მეტი ფართის მოთხოვნა ხდება, რაც ფიზიკურად შეუძლებელია. ჩვენ მზად ვართ, ერთი ერთში მოგცეთ ის ფართი, რასაც ფლობთ და ერთ სანტიმეტრს არ დაკარგავთ. რაც მთავარია, სრულიად ახალ, გარემონტებულ ბინებში შეხვალთ. ითანამშრომლეთ ჩვენთან, რადგან ეს ყველაფერი თქვენი ნორმალურ პირობებში
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)