|
2022-09-08 10:48:37, 1741 ნახვა
ომი უკრაინაში
ზალუჟნი - ყირიმში აფეთქებები უკრაინელი სამხედროების სარაკეტო დარტყმების შედეგად მოხდა
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ საინფორმაციო სააგენტო Ukrinform-თან საუბრისას განაცხადა, რომ ყირიმის აეროდრომზე აფეთქებები უკრაინელი სამხედროების სარაკეტო დარტყმების შედეგი იყო. მისი თქმით, თავდასხმის შედეგად 10 რუსული გამანადგურებელი დაზიანდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინა თავს დაესხა ყირიმს თებერვალში რუსეთის ფართომასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ. "ყირიმის აეროდრომზე აფეთქებები უკრაინელი სამხედროების სარაკეტო დარტყმების შედეგი იყო. ეს ოყო უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული ძალისხმევა, საომარი მოქმედებების დროებით ოკუპირებული ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადასატანად. საუბარია მტრის საჰაერო ბაზებზე სარაკეტო დარტყმების სერიაზე, პირველ რიგში, საკის აეროდრომზე" რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებზე ზიანის მიყენების გარდა, ზალუჟნიის თქმით, თავდასხმები გამიზნული იყო რუსეთის ზოგადი სამხედრო ნდობისა და დაუსჯელობის გრძნობის შესამოწმებლად. ცნობისთვის, უკრაინამ უარი თქვა 9 აგვისტოს საკის აეროდრომზე მომხდარ აფეთქებაში თავისი როლის აღიარებაზე და აფეთქებებში რუსი ჯარისკაცების დაუდევრობა დაადანაშაულა.საკის საჰაერო ბაზა მდებარეობს ნოვოფედორივკას მახლობლად, ყირიმის დასავლეთ სანაპიროზე.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)