08:52 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-07 18:07:57, 2380 ნახვა

საზოგადოება
კასპში მიწის სისტემური რეგისტრაციის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

კასპის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მიწის სისტემური რეგისტრაციის საკითხებზე, მოქალაქეთათვის საკონსულტაციო შეხვედრა - „კონსულტაციის დღე შენს მუნიციპალიტეტში“ გაიმართა.

კონსულტაციის პროცესს ადგილობრივი მოსახლეობა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები დაესწრნენ;

"დაინტერესებულ პირებს სამართლებრივი კონსულტაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა გაუწიეს,   სახელმწიფო რეფორმის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მსურველებს slr.napr.gov.ge პორტალზე რეგისტრაციაში დაეხმარნენ.

სისტემური რეგისტრაციის დროს სახელმწიფო საკუთარი ინიციატივით, სისტემური წესით ზომავს მიწის ნაკვეთებს კონკრეტულ არეალებზე, იძიებს შესაბამის დოკუმენტაციას და არეგისტრირებს საკუთრებას.

მიწის სისტემური რეგისტრაცია სრულიად უფასოა.

კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:

slr.napr.gov.ge/schedule

#მიწისსისტემურირეგისტრაცია

#კასპი2022",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics