|
2022-09-07 15:06:20, 1649 ნახვა
ეკონომიკა
თამარაშვილი - პროგრამის განხორციელების შემდგომ აგრომწარმოებლები შეძლებენ დამოუკიდებლად გააგრძელონ საექსპორტო ბაზარზე მუშაობა
„USAID-ის სოფლის განვითარების პროგრამის ინიცირებით დაიწყო, ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამა, რომელშიც ჩართულები ვართ, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროების სააგენტოები. პროექტი გულისხმობს ფერმერებისათვის იმ უნარების შეძენას, რომელიც დაეხმარებათ, როგორც შემსყიდველების მოძებნაში, ასევე მათთან მოლაპარაკების წარმოებაში, წინადადებების ფორმირებაში. შერჩეული იქნა ერთი ევროპული ქვეყანა, გერმანია, სადაც მიღებული გამოცდილება თავისუფლად გავრცელდება ევროკავშირისა თუ შენგენის ქვეყნებზე, და ასევე გალფის ქვეყნები, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მსყიდველობითი უნარის მქონე ბაზარი. საერთაშორისო კომპანია OCO Global, თითოეულ კომპანიას დაეხმარება შეთავაზების, წინადადების ფორმირებაში და ასევე ჩაერთვება მოლაპარაკების პროცესში. საბოლოოდ პროგრამაში 50 კომპანია ჩაერთვება. ამ პროგრამის განხორციელების შემდგომ, აგრომწარმოებლები შეძლებენ მომავალში დამოუკიდებლად გააგრძელონ საექსპორტო ბაზარზე მუშაობა“ - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა. პროგრამაში მონაწილეობისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით პირველ ეტაპზე შერჩეულია 80-მდე ექსპორტზე ორიენტირებული კომპანია. ლურჯი მოცვის, კაკლოვანი კულტურებისა და სურსათის მწარმოებლები (ჩაი, მშრალი ჩირი, წვენები და სხვა). ექსპორტის საბაზრო კავშირების დამყარების პროგრამა ხორციელდება საქართველოს აგროექსპორტის ჯგუფის საშუალებით, რომელიც ერთობლივად ჩამოაყალიბეს USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამამ, სოფლის განვითარების სააგენტომ და სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)