|
2022-09-07 15:06:29, 903 ნახვა
პოლიტიკა
არახამია - ძვირფასო ქართველობო, თუ თქვენი ძალებით ვერ ახერხებთ დეოლიგარქიზაციას, ჩვენ დაგეხმარებით
ძვირფასო ქართველობო, სამწუხაროდ, თუ თქვენი ძალებით ვერ ახერხებთ დეოლიგარქიზაციას, ჩვენ დაგეხმარებით,- ამის შესახებ უკრაინის მმართველი პარტიის უმრავლესობის ლიდერმა, დავით არახამიამ განაცხადა. მისი თქმით, ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტო საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობითაა დაფუძნებული და ის აშშ-ისა და ევროკავშირისთვის სანქციების ფორმულირების მთავარი წყაროა. „ამ ვიდეოს ჩაწერა რამდენიმე დღით გადავიფიქრე, რადგან საქართველოს მთავრობის მხრიდან მოსალოდნელ ისტერიულ რეაქციას ველოდებოდი, რომელიც ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოსთან დაკავშირებულ ჩემს მიერ ადრე დაანონსებულ მოვლენებს ეხებოდა. ეს სააგენტო საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობითაა დაფუძნებული და ის ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირისთვის სანქციების ფორმულირების მთავარ სააგენტოს წარმოადგენს. ეს სააგენტო სანქციების პოლიტიკის საერთაშორისო ჯგუფში შედის. ჩემს საიტზე „war in Ukraine” ბიძინა ივანიშვილზე და მის უახლოეს გარემოცვაზე, კონკრეტულად კი იმ ბიზნესმენებზე რომლებიც მის რეჟიმს აფინანსებენ, სანქციების დაწესების რეკომენდაცია განვათავსე. ამ პაკეტში ჯერჯერობით მისი პოლიტიკური გარემოცვის წევრები არ არიან. ეს შემთხვევითობა არ არის, რადგან ამ ეტაპზე ვფიქრობთ რომ მხოლოდ ოლიგარქისა და მისი დამფინანსებელი წყაროების წინააღმდეგ უნდა ვიმოქმედოთ, რაზეც ევროკომისიამაც რეკომენდაციის სახით უკვე ისაუბრა. ამ ადამიანებს საქართველოში ყველა იცნობს. შეუძლიათ ინტერნეტში ამ ადამიანების სია ნახონ. ქართულმა მედიამ ეს სია უკვე გაავრცელა. ეს პირველი ეტაპია, რომელიც ვერიფიკაციის შემდეგაც ეს დოკუმენტები სანქციების საერთაშორისო ჯგუფს გადაეგზავნება. ჯგუფის წევრები ამ დოკუმენტებს გადახედავენ და მონაწილე ქვეყნები გადაწყვეტილებას ერთხმად მიიღებენ. როგორც შეგპირდი ბატონო ივანიშვილო, დიდი მოკითხვა უკრაინიდან. მუშაობას ვაგრძელებთ. ძვირფასო ქართველობო, სამწუხაროდ, თუ თქვენი ძალებით ვერ ახერხებთ დეოლიგარქიზაციას, ჩვენ დაგეხმარებით“,- განაცხადა არახამიამ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)