08:52 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-07 12:15:26, 791 ნახვა

საზოგადოება
კახეთში რთველი ორგანიზებულად მიმდინარეობს - მინისტრის მოადგილე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე თელავში, საკოორდინაციო შტაბში რთველის მიმდინარეობას  გაეცნო.7 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 22 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული.მინისტრის მოადგილის განცხადებით, რთველის პროცესში ყველა პირობა შექმნილია, რომ მევენახეებმა შეფერხების გარეშე ჩააბარონ საწარმოებს ყურძნის მოსავალი.

„წელს ველოდებით რეკორდულ 300 ათასამდე ტონა ყურძნის მოსავალს. ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ჩვენს მევენახებს ყურძნის ჩაბარების პროცესში. რთველის საკოორდინაციო შტაბი არის სრულად მობილიზებული, რომ რთველი წარიმართოს შეფერხებების გარეშე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ღვინის საწარმოებში ჩაბარდეს კონდიციური, ხარისხიანი ყურძენი, რადგან სწორედ ხარისხიანი ყურძენი განსაზღვრავს ღვინის ხარისხს და შემდგომ მის კონკურენტუნარიანობას" - აღნიშნა იური ნოზაძემ.
7 სექტემბრის მდგომარეობით, ყურძენი 1400-მდე მევენახემ ჩააბარა, მათი შემოსავალი  17 მლნ ლარს აღწევს.გადამუშავებული ყურძნიდან 7,8 ათას ტონამდე რქაწითელი,  9,6 ათას ტონამდე საფერავი,  2 ათას ტონამდე კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა განხორციელდება. პროგრამის მიზანია სრულად დაბინავდეს ყურძნის მოსავალი და შენარჩუნდეს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების დინამიკა.

 სუბსიდირების პროგრამის მხარდაჭერით, მოსავლის რეალიზაციას 25 ათასამდე მევენახე ფერმერი შეძლებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics