|
2022-09-06 19:19:13, 1033 ნახვა
პოლიტიკა
პავილიონისი - მედიის თავისუფლების დაცვა მნიშვნელოვანია, ჟურნალისტები თავისუფლებას და დემოკრატიას იცავენ
ჟურნალისტები თავისუფლებას და დემოკრატიას იცავენ. - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს 12 პუნქტიან შესასრულებელ გეგმაში მედიის თავისუფლება მნიშვნელოვანი ასპექტია. "წაიკითხეთ 12-ვე რეკომენდაცია. იქ მედიის თავისუფლების შესახებ ნათლად წერია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია. ლიეტუვას კარგად ახსოვს ჟურნალისტი, რომელმაც გორბაჩოვის მიერ გამოგზავნილი ტანკებისგან გადაგვარჩინა. მაშინ მეც სატელევიზიო ანძის ტერიტორიაზე ვიყავი. ეს იყო ჟურნალისტიკისა და მედიის თავისუფლების მაგალითი. მათ ნათლად გადმოსცეს გორბაჩოვის რეჟიმის სისასტიკე. ჟურნალისტები თავისუფლებას და დემოკრატიას იცავენ. თქვენ გაქვთ საშუალება დასავლეთისკენ წახვიდეთ. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა. ეს არის გზა სამოთხისკენ. არ მესმის რატომ არ უნდა წავიდეს საქართველო ამ გზით". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის სტატუსის მისაღებად 12 პუნქტიანი გეგმა უნდა შეასრულოს, მათ შორის დეპოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)