|
2022-09-06 18:39:41, 1045 ნახვა
პოლიტიკა
პავილიონისი - რუსები ელოდებიან მომენტს, მოგკლან და გაგძარცვონ, მხარი დაუჭირეთ დასავლეთს
რუსები ელოდებიან მომენტს, მოგკლან და გაძარცვონ შენი ბიზნესი, მხარი დაუჭირეთ დასავლეთს. - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ ჟიგიმანტას პავილიონისმა განაცხადა. მისივე თქმით, ქართველებმა არ უნდა იფიქრონ ამერიკელი ან ევროპელი ელჩების თავდასხმაზე. "დღეს რომ დავაკვირდეთ იმ ოლიგარქებს, რომლებიც მიპირისპირდებოდნენ, ევროკავშირში ცხოვრებით ბედნიერები არიან. ისინი დიდ ფულს შოულობენ, თუმცა აღარ იპარავენ და კორუმპირებულები აღარ არიან. მოვუწოდებ ოლიგარქებს, კარგად დაფიქრდნენ. რუსები, ზოგჯერ კი ჩინელები, ვისთანაც ბიზნესი გაქვს, ელოდებიან შესაბამის მომენტს, მოგკლან და გაძარცვონ შენი ბიზნესი. სჯობს ცივილურ, ტრანსატლანტიკურ და დემოკრატიულ ბაზარზე შეხვიდეთ. თქვენს ფულსაც დაიცავთ და მილიონებსაც იშოვით. ეს დადებითაც აისახება ეკონომიკაზე, აკადემიურ სფეროებსა და სტუდენტებზე. მხარი დაუჭირეთ დასავლეთს. არ იფიქროთ ამერიკელ ან ევროპელ ელჩებზე თავდასხმა. ისინი წარმოადგენენ იმ გზას, რომელსაც სამოთხეში მიჰყავხართ". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)