|
2022-09-06 14:55:18, 879 ნახვა
კობახიძე - ვიოლა ფონ კრამონმა ერთმანეთთან დააკავშირა Credit Suisse ქურდობა და მისივე რეზოლუცია
როდესაც ვიოლა ფონ კრამონი აკავშირებს Credit Suisse ქურდობას და მის რეზოლუციას ერთმანეთთან, ეს საინტერესოა, რაც საზოგადოებამ უნდა გაანალიზოს - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, თანხა, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი დავობს, ბანკმა დაახლოებით 10 წლის წინ მოიპარა. მისთვის გაუგებარია რატომ აკავშირებს 10 წლის წინ მომხდარ ფაქტს ვიოლა ფონ კრამონი მის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან. ,,თანხა, როდის მოიპარეს იცით, ალბათ Credit Suisse, დაახლოებით 10 წელია გასული, მას შემდეგ რაც ამ ბანკმა მოიპარა ეს თანხა. რა შუაშია სანქციებთან ეს ქურდობა აბსოლუტურად გაუგებარია. არის მარტივი სამოქალაქო დავა, სადაც ბიძინა ივანიშვილი ჩივის იმის გამო, რომ მას მოპარეს თანხა - დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარი, თუ არ ვცდები. ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს პროცესი და ბიძინა ივანიშვილის გამოკითხვა. ეს არის რეალური არსი ამ ყველაფრის.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)