|
2022-09-06 11:43:06, 802 ნახვა
მსოფლიო
ჯონსონი - ლიზ ტრასი ქვეყნის გასერთიანებლად და ხალხის დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებს
ლიზ ტრასი ქვეყნის გასერთიანებლად და ხალხის დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებს,- ასე მულოცა გამარჯვება დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ლიზ ტრასს. მისი თქმით, ტრასს გააჩნია სწორი სამოქმედო გეგმა. „ვულოცავ ლიზ ტრასს გადამწყვეტ გამარჯვებას. ვიცი, რომ მას აქვს სწორი გეგმა, გააერთიანოს ჩვენი პარტია, გააგრძელოს მუშაობა და ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ახლა დროა ყველა კონსერვატორმა მას მხარი 100 პროცენტით დაუჭიროს“,-განაცხადა ჯონსონმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ ცნობილი გახდა, რომ ბორის ჯონსონს პრემიერის პოსტზე ლიზ ტრასი შეცვლის. ამასთან, დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა გადადგომის შესახებ 7 ივლისს განაცხადა. გარდა ამისა, ბორის ჯონსონმა დატოვა მმართველი პარტიის ლიდერის თანამდებობა. ამას წინ უძღოდა 6 ივნისი, როდესაც დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის წევრებმა პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს უნდობლობა გამოუცხადეს კარანტინის პერიოდში დარღვეული წესების გამო. გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ 2020 და 2021 წლებში წვეულებები იმართებოდა ოფისში საკარანტინო ზომების დაცვის გარეშე, რომელიც მთავრობამ შემოიღო მთელ ბრიტანეთში კორონავირუსის გამო. მონაწილეები დაჯარიმდნენ. ჯონსონმა აღიარა დანაშაული , ბოდიში მოიხადა და გამოაცხადა მზადყოფნა გადაიხადოს ჯარიმა. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, პრემიერმა ნდობა მიიღო და თანამდებობა არ დატოვა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)