|
2022-09-05 15:45:18, 540 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი- ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებმა 10,3% შეადგინა - მართლაც უპრეცედენტოდ მაღალი ზრდაა მთელ მსოფლიოში
ოფიციალურად გამოქვეყნდა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, რომელმაც ბოლო 7 თვის განმავლობაში 10,3% შეადგინა, ეს მართლაც უპრეცედენტო მაღალი ეკონომიკური ზრდაა მთელ მსოფლიოში- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვნად, 40.%-ით არის გაზრდილი ექსპორტი, ფულადი გზავნილები კი 46.8 %-ით არის გაზრდილი და 300 მლნ დოლარს გადააჭარბა. „მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა ჩვენს მოქალაქეებს, რომ წინა კვირას უკვე ოფიციალურად გამოქვეყნდა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, რომელმაც შეადგინა 10,3% ბოლო 7 თვის განმავლობაში. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს არის მართლაც უპრეცედენტო მაღალი ეკონომიკური ზრდა მთელს მსოფლიოში. თქვენ კარგად მოგეხსნებათ, რომ ძალიან დიდი გამოწვევებია უკრაინის ფონზე არა მხოლოდ ევროპაში, არამედ ეს პრობლემები გადაცემულია უკვე მთელ მსოფლიოზე და ამ ფონზე ჩვენ, ჩვენი ქვეყანა ვახერხებთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევას, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მისასალმებელია. აქვე მინდა მოკლედ ვთქვა, ამაზე წინა მთავრობის სხდომაზეც ვილაპარაკე, რომ ექსპორტი მნიშვნელოვნად, 40.%-ით არის გაზრდილი, ასევე, მინდა ვაცნობო ჩვენს მოქალაქეებს, რომ ფულადი გზავნილები არის 46.8 %-ით არის გაზრდილი და 300 მლნ დოლარს გადააჭარბა. რაც შეეხება ბიზნეს სექტორს, ჩვენს მოქალაქეებს მინდა ვუთხრა, რომ ბიზნეს სექტორში ბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ასევე, დასაქმებული ადამიანების რაოდენობა გაზრდილია როგორც პირველ კვარტალში, ასევე მეორე კვარტალში და ბოლოს მინდა აღვნიშნო, რომ ბიზნეს სექტორის ბრუნვა 25%-ით არის გაზრდილი იანვარ-ივნისში. რაც რა თქმა უნდა, ძალიან მისასალმებელი მონაცემებია",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)