|
2022-09-05 12:18:44, 917 ნახვა
პოლიტიკა
თორტონი - საქართველო ახლა გზაჯვარედინზე დგას: დაიცვას ოლიგარქი ივანიშვილი თუ გაატაროს საჭირო რეფორმები
საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება სურს, მაგრამ კეთდება ისეთი განცხადებები ზოგიერთი ლიდერის მიერ, რომელიც დამაბნეველია,- ამის შესახებ "დემოკრატიების დაცვის ალიანსის" დირექტორმა, ლორა თორტონმა საერთაშორისო კონფერენცია "დიდება უკრაინას!" დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, საქართველო ახლა გზაჯვარედინზე დგას: დაიცვას ძალაუფლება და ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი თუ გაატაროს საქართველოსთვის საჭირო რეფორმები. "ერთის მხრივ საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება სურს, მაგრამ მეორეს მხრივ კეთდება ისეთი განცხადებები ზოგიერთი ლიდერის მიერ, რომელიც დამაბნეველია. როდესაც აკრიტიკებენ ამერიკის ელჩს, ევროპარლამენტარებს, ეს საწინააღმდეგო სიგნალს აგზავნის და ჩემთვისაც ძალიან დამაბნეველია. საქართველო ახლა გზაჯვარედინზე დგას: დაიცვას ძალაუფლება და ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი თუ გაატაროს საქართველოსთვის საჭირო რეფორმები. იმიტომ რომ ორივე ერთად შეუძლებელია. მე ვფიქრობ ტერმინ დეოლიგარქიზაციამ საქართველოს ხელისუფლება ცოტათი გამოაფხიზლა და ალბათ ამანაც იმოქმედა იმ უარყოფით რეაქციაზე, რომელიც ევროკავშირის მიმართ ჰქონდათ",- განაცხადა თორნტონმა. შეგახსენებთ, რომ უცხოელი დიპლომატები საქართველოში ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია "დიდება უკრაინას!" ფარგლებში ჩამოვიდნენ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)