07:14 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-05 11:49:07, 926 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირმა და აშშ-მ რუსეთში ელჩები შეცვალეს

 მედიის ცნობით, ევროკავშირი და  აშშ რუსეთში ელჩებს ცვლიან.  ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი საფრანგეთის ყოფილი ელჩი მალაიზიაში როლანდ გალიარაგი გახდება.

წყაროს ცნობით,  „ევროკავშირი იცავს პოზიციას მოსკოვთან კომუნიკაციის დიპლომატიური არხების გახსნის აუცილებლობის შესახებ“ უკრაინაში ომის მიუხედავად. 

„იგეგმება ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის შეცვლა მოსკოვში. მარკუს ედერერმა დატოვა რუსეთი და უახლოეს მომავალში ამ თანამდებობას  საფრანგეთის ყოფილი ელჩი მალაიზიაში როლანდ გალიარაგი დაიკავებს. მისი დანიშვნა ამ თანამდებობაზე დაამტკიცა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ივნისში“, - განაცხადა რუსული სააგენტო TASS-ის წყარომ.

ცნობისთვის, 4 სექტემბერს რუსეთში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ს ელჩმა ჯონ სალივანმა რუსეთში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელად  მუშაობა დაასრულა და მოსკოვი დატოვა.

3 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ  ევროკავშირის ელჩმა  რუსეთში მარკუს ედერერმა თანამდებობა დატოვა.

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics