|
2022-09-04 11:08:05, 1517 ნახვა
ომი უკრაინაში
IAEA - ზაპოროჟიეს ატომურ სადგურში მთავარ ელექტროგადამცემ ხაზთან კავშირი შეწყდა
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, უკრაინის ზაპორიჟიეს ატომურმა სადგურმა ბოლო დარჩენილ მთავარ გარე ელექტროგადამცემ ხაზთან კავშირი კვლავ დაკარგა, მაგრამ განაგრძობს ელექტროენერგიის მიწოდებას ქსელში სარეზერვო ხაზის მეშვეობით. სააგენტოს ცნობით, სადგურის ექვსი რეაქტორიდან მხოლოდ ერთი ფუნქციონირებს შეგახსენებთ, რომ რუსმა დამპყრობლებმა 4 მარტს აიღეს ZNPP და სატელიტური ქალაქი ენერგოდარი. რუსეთი უარს ამბობს ZNPP-ის გარშემო დემილიტარიზებული ზონის შექმნაზე. აგვისტოს დასაწყისიდან ოკუპანტები პერიოდულად ბომბავენ ატომურ ელექტროსადგურს და მის მიმდებარე ტერიტორიას. უკრაინის მთავრობის მოთხოვნით, IAEA-მ ჩამოაყალიბა მისია ოკუპანტების მიერ მიტაცებული ელექტროსადგურის მოსანახულებლად. მასში შედიოდა 14 საერთაშორისო ექსპერტი. მისიას ხელმძღვანელობს IAEA-ს გენერალური დირექტორი რაფაელ მარიანო გროსი, რომელიც ფოკუსირებულია სამ მიზანზე : ფიზიკური დაცვა; ბირთვული უსაფრთხოება; ბირთვული მასალების გაუვრცელებლობის გარანტიები. გარდა ამისა, მისიის ვიზიტის წინა დღეს ცნობილი გახდა, რომ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის რუსული დაბომბვის შედეგად, ავარიული დაცვა ამოქმედდა და მოქმედი მე-5 ენერგობლოკი გამორთული იყო. 1 სექტემბერს IAEA-ს დელეგაცია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მივიდა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)