|
2022-09-02 17:30:58, 1886 ნახვა
სამართალი
შსს-მ სამშობიაროებიდან ჩვილების, სავარაუდოდ, უკანონო გაყიდვის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამშობიაროებიდან ჩვილების, სავარაუდოდ, უკანონო გაყიდვის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. როგორც სოციალურ ქსელში შექმნილი ჯგუფ „ვეძებ“-ის დამფუძნებელი, თამუნა მუსერიძე, აცხადებს თბილისის მეორე სამშობიაროში მშობლებს ცოცხალი შვილის ნაცვლად გარდაცვლილ ბავშვს აჩვენებდნენ. "თბილისის მეორე სამშობიაროში ჰონდათ ერთი განყოფილება, სადაც ინახებოდა გარდაცვლილი, გააყინული ბავშვები. იმ შემთხვევაში თუ მშობელი მოითხოვდა ვითომ გარდაცვლილი შვილის ნახვას, აჩვენებდნენ იმ ბავშვს, რომელიც წინასწარ ჰქონდათ გამზადებული,"- აცხადებს მუსერიძე. როგორც ცნობილია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც არასრულწლოვნით ვაჭრობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 8-დან 12 წლამდე. თამუნა მუსერიძე ამბობს, რომ მათ აქვთ ინფორმაცია 2003 წელს დაბადებული ორი ჩვილის უკანონო გაშვილების შესახებ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)