08:52 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-02 16:50:36, 983 ნახვა

საზოგადოება
GITA - ს ორგანიზებითა და მხარდაჭერით, ბათუმში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკის მეორე ნაკადი დაიწყო

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებითა და მხარდაჭერით, მსოფლიო ბანკის „ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის“ პროექტის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის ბაზაზე ორ ნაკადად ახორციელებს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკს.

ბანაკის მეორე ნაკადი დაიწყო და მასში მონაწილეობს კონკურსით შერჩეული სხვადასხვა საჯარო სკოლის 75 მოსწავლე მთელი საქართველოდან. (თბილისი –30, კახეთი – 20, შიდა ქართლი და მცხეთა-თიანეთი - 10, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 20, აჭარა - 20, სამცხე ჯავახეთი და ქვემო ქართლი - 10, იმერეთი - 10, გურია - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10)

8 დღის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან საბუნებისმეტყველო და ტექნიკური მეცნიერებების აქტუალურ საკითხებს და მიიღებენ საწყის ცოდნას ტექნოლოგიებსა და მეწარმეობაში, რაც შემდგომ დაეხმარებათ STEM მიმართულებით კარიერის შერჩევაში.

8 დღის განმავლობაში მოსწავლეები:

  • იმუშავებენ არდუინოსა და პროგრამირებაზე;
  • მოისმენენ სამეცნიერო-პოპულარულ ლექციებს ხელოვნურ ინტელექტზე, რობოტიკაზე, ასევე ბიოქიმიასა და ასტროფიზიკაზე;
  • გაეცნობიან სამეწარმეო და სტარტაპმიდგომებს თანამედროვე ტექნოლოგიებში;
  • ჩაატარებენ სახალისო სამეცნიერო ექსპერიმენტებს;
  • მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა საინჟინრო შეჯიბრებაში.

ინოვაციების და ტექნოლოგიების ბანაკის მოსწავლეები მთელი საქართველოდან STEM მიმართულებით მათი გამოცდილებისა და მოტივაციის საფუძველზე შეირჩნენ. წელს მონაწილეობის სურვილი 2000-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა და მათი აპლიკაციების განხილვის საფუძველზე საერთო ჯამში 150 მონაწილე შეირჩა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics