08:37 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-02 15:44:18, 2066 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინამ და რუსეთმა პატიმრების მორიგი გაცვლა გამართეს

დონეცკის ოლქში უკრაინასა და რუსეთს შორის სამხედრო ტყვეების მორიგი გაცვლა მოხდა. უკრაინულმა მხარემ 14 ჯარისკაცის დაბრუნება მოახერხა,- ამის შესახებ უკრაინისსამხედრო ტყვეების მოპყრობის საკოორდინაციო შტაბი იტყობინება.

შტაბში აღნიშნავენ, რომ სამხედროები ოკუპანტებმა მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაატყვევეს.

„14 უკრაინელი დამცველი დაბრუნდა სახლში. მათ შორის ათი 58 ცალკეული მექანიზებული ბრიგადადან და ოთხი 30 ბრიგადადან", - ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, აღნიშნულია, რომ გათავისუფლებულ ჯარისკაცებს შორის არიან ოფიცერი და სამხედრო ექიმი.

შეგახსენებთ, მანამდე რუსებმა განაცხადეს, რომ მათ ტყვეობაში 6 ათასამდე უკრაინელი სამხედროა.

გარდა ამისა, ასზე მეტმა რუსულმა ოჯახმა მიმართა პუტინს უკრაინაში საომრად წასული დამპყრობლების დაბრუნების მოთხოვნით.

 

 

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics