|
2022-09-02 13:45:23, 1196 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე „ტვ პირველთან“ სასამართლო დავაზე - ძალიან ბევრ ტალახის სროლას ვითმენ - თუ თანხას მივიღებ, გაჭირვებულებს მოვახმარ
თბილისის მერი, კახა კალაძე მედიასთან „ტვ პირველის“ წამყვანის, მაია მამულაშვილის წინააღმდეგ, მის მიერ დაწყებულ სამართლებრივ დავას გამოეხმაურა. კახა კალაძის თქმით, მორალური ზიანის ანაზღაურების სახით მიღებულ თანხას ის ქველმოქმედებას მოახმარს. „ძალიან ბევრ სიბინძურეს ვითმენ, ბევრ ცილისწამებას, ტალახის სროლას, შეურაცხყოფას. შესაბამისად, ყველაფერი სასამართლოს გზით უნდა გადაწყდეს. რაც ეთერში თქვა, იმის შესახებ კონკრეტულ ჟურნალისტ მოუწევს მტკიცებულების წარმოდგენა. ჩემმა ადვოკატმა უკვე ისაუბრა ამის შესახებ. რაც შეეხება თანხას, თუ მას მივიღებთ, ის მიმართული იქნება ოჯახებისკენ, ადამიანებისკენ, რომლებსაც დღეს ყველაზე მეტად უჭირთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. 2022 წლის 20 ივნისს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მიმართა საქალაქო სასამართლოს სარჩელით ცილისმწამებულური ინფორმაციის უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე. საქმე ეხება 2022 წლის 5 ივნისს „ტვ პირველის“ ეთერში მაია მამულაშვილის საავტორო გადაცემას, სადაც ჟურნალისტმა გააკეთა განცხადება, რომ კახა კალაძემ მხოლოდ ერთი ტენდერიდან 60 მილიონი ლარი მიიღო.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)