|
2022-09-01 15:38:04, 1761 ნახვა
მსოფლიო
ლავროვი - რუსეთმა არ უნდა დასაჯოს ევროპული ქვეყნების მოქალაქეები შენგენის ვიზების გაცემის შეზღუდვის გამო
რუსეთი არ უნდა იზოლირდეს და არ უნდა დასაჯოს ევროპული ქვეყნების მოქალაქეები ევროკავშირის მიერ შენგენის ვიზების გაცემის შეზღუდვის გამო,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი არ უნდა წავიდეთ იგივე გზით - უპასუხოს სისულელეს სისულელით. „მიმაჩნია, რომ შენგენის კედლების პასუხად, რომელთა აგებასაც ახლა ცდილობენ, ჩვენ არ უნდა ჩავიკეტოთ, არ უნდა ვუპასუხოთ ანალოგიურად, არ უნდა დავსაჯოთ კოლექტიურად ევროპული ქვეყნების მოქალაქეები. ჩვენ გვყავს საყვარელი პერსონაჟები. ჩვენ არ უნდა წავიდეთ იგივე გზით - ვუპასუხოთ სისულელეს სისულელით, თუმცა რა თქმა უნდა, არავის გაუუქმებია ურთიერთგაგება, რომელიც მიზანმიმართულად უნდა იქნას გამოყენებული ასეთი ანტირუსული სანქციების ორგანიზატორების, ორგანიზატორებისა და შემსრულებლების წინააღმდეგ“,- აღნიშნა ლავროვმა. შეგახსენებთ, რომ პრაღაში 30-31 აგვისტოს ორდღიანი არაფორმალური შეხვედრები მიმდინარეობდა, სადაც ქვეყნების ნაწილი რუსებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვას მთელი ევროკავშირის მასშტაბით მოითხოვდა. როგორც საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, ევროკავშირი მინისტრებთან ერთად რუსეთის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების სრულ შეჩერებაზე შეთანხმდა. ბორელის თქმით, საზღვრის კვეთის მნიშვნელოვანი ზრდა რუსეთიდან მეზობელ ქვეყნებში უფრო მეტად უსაფრთხოების რისკის საკითხი ხდება.
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
უკრაინულმა დრონებმა წელს მეორედ შეუტიეს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანას.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)