|
2022-09-01 14:41:23, 1464 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში რეგისტრირებულ დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებს „ზეგაანი" და „ოყურეშის უსახელოური“ დაემატა
ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების რაოდენობა 27-მდე გაიზარდა, რაც ქართული ღვინის მრავალფეროვნებაზე მიუთითებს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდისთვის. გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის მოთხოვნით, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს „საქპატენტი" ა(ა)იპ „ზეგაანმა" და „უსახელოურის ვაზისა და ღვინის დაცვის ასოციაციამ" მიმართეს. ღვინოების წარმოების სპეციფიკაციის მომზადებასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებულ სხვა ტექნიკურ საკითხებში ღვინის ეროვნული სააგენტო „ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელების სისტემის განვითარებისა და ქართული ღვინის აღნიშვნების დაცვის ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში მონაწილეობდა. „ზეგაანი" წითელი მშრალი ქვევრის ბიოღვინოა. მიკროზონა გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოიცავს უშუალოდ სოფელ ზეგაანს და მის სავარგულებს. ზეგაანი შეიძლება მხოლოდ ზეგაანის მიკროზონაში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძნისგან დამზადდეს. „ოყურეშის უსახელოური´წითელი ღვინოა, რომელიც, შაქრიანობის მიხედვით, შეიძლება იყოს სამი სხვადასხვა კატეგორიის: მშრალი, ბუნებრივად ნახევრად მშრალი ან ბუნებრივად ნახევრად ტკბილი. „ოყურეშის უსახელოურ” მიკროზონა მდებარეობს რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, ცაგერის ადმინისტრაციულ მუნიციპალიტეტში. ოყურეშის უსახელოური შეიძლება დამზადდეს მხოლოდ მიკროზონაში მოწეული უსახელოურის ჯიშის ყურძნიდან. ამ ეტაპზე, საქართველოში დარეგისტრირებულია დაცული ადგილწარმოშობის დასახელების შემდეგი ღვინოები: ქინძმარაული, მანავი, კახეთი, ნაფარეული, თელიანი, მუკუზანი, წინანდალი, ახაშენი, გურჯაანი, ხვანჭკარა, ატენი, სვირი, ვაზისუბანი, კარდენახი, ტიბაანი, ტვიში, ყვარელი, კოტეხი, ხაშმის საფერავი, ბოლნისი, სალხინოს ოჯალეში, ახმეტა, წარაფი, ახოები, მაღრაანის ქისი, ოყურეშის უსახელაური და ზეგაანი.
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
უკრაინულმა დრონებმა წელს მეორედ შეუტიეს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანას.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)