|
2022-08-31 18:18:41, 3830 ნახვა
პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის კანდიდატურას არ წარადგენს
საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის კანდიდატურას არ წარადგენს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ომბუდსმენის კანდიდატურის წარდგენა შეეძლებათ ოპოზიციურ სუბიექტებს და სამოქალაქო სპექტრს, გარდა იმ ერთადერთი შემთხვევისა, როცა შეიძლება ადგილი ჰქონდეს პროცესის ხელოვნურ დაბლოკვას და კანდიდატების შეგნებულად არ წარდგენას. "ევროკავშირის მე-12 რეკომენდაცია შეეხებოდა სახალხო დამცველის არჩევის წესს. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ შევხვდით დღეს და გუშინ, საპარლამენტო ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს და მათი პოზიციების გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღესვე დავარეგისტრიროთ ცვლილება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, რომლის მიხედვითაც, ერთი მხრივ, გაიწერება კანდიდატის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები , ხოლო მეორე მხრივ, შეიქმნება საფუძველი, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ გამოსცეს საგანგებო ბრძანება, სადაც განისაზღვრება კანდიდატების შერჩევის წესი. 1. ნებისმიერ ადამიანს შეეძლება შემოიტანოს განაცხადი სახალხო დამცველის კანდიდატობაზე 2. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ჯგუფი შეაფასებს თითოეულ კანდიდატს რეგლამენტში გაწერილი წესების მიხედვით 3. საქართველოს პარლამენტს უნდა წარმოუდგინონ ასარჩევად მინიმუმ 7 კანდიდატურა, მაქსიმალური რაოდენობა განსაზღვრული არ იქნება საპარლამენტო უმრავლესობა არ წარადგენს სახალხო დამცველის კანდიდატურას და ამას მივანდობთ მთლიანად ოპოზიციურ სუბიექტებს და სამოქალაქო სპექტრს, გარდა იმ ერთადერთი შემთხვევისა, როცა შეიძლება ადგილი ჰქონდეს პროცესის ხელოვნურ დაბლოკვას ოპოზიციური სუბიექტების მხრიდან, კანდიდატების შეგნებულად არ წარდგენის გზით“,- განაცხადა მდინარაძემ.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)