02:58 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-31 15:00:30, 1051 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოლდოველ კოლეგას შეხვდა

2022 წლის 31 აგვისტოს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი მოლდოველ კოლეგას, ნიკუ პოპესკუს შეხვდა. მინისტრების შეხვედრა პრაღაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური მინისტერიალის ფარგლებში შედგა.

საქართველოსა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს ევროკავშირის არაფორმალურ მინისტერიალზე ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მიწვევას, რაც კიდევ ერთხელ წარმოადგენს ევროკავშირის მხრიდან ამ ქვეყნების მკაფიო მხარდაჭერის დემონსტრირებას. მინისტრებმა ისაუბრეს ასოცირებული ტრიოს  ევროინტეგრაციის საკითხზე, მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე, მათ შორის ევროკომისიის რეკომენდაციებსა და მათი შესრულების მიმდინარეობაზე.

მხარეებმა ასევე განიხილეს ასოცირებული ტრიოს როლი და მნიშვნელობა ახალი გეოპოლიტიკური დღის წესრიგის პირობებში. აქცენტები გაკეთდა ამ კუთხით ერთობლივი სამომავლო ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობაზე.  

ილია დარჩიაშვილმა და ნიკუ პოპესკუმ ასევე განიხილეს საქართველო-მოლდოვას ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა აქტუალური საკითხები. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ორივე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად,  ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის - ჩეხეთის მიწვევით, 30-31 აგვისტოს, ქ. პრაღაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ  ე.წ  გიმნიხის შეხვედრაში მონაწილეობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics