09:58 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-31 14:53:42, 1289 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისის მერია რუსეთის დროშის აღმართვაზე - მოქალაქის მიმრთ შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი

მოხერხდა მოქალაქის იდენტიფიცირება და შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი ,- ასე გამოეხმურა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქის მიერ რუსეთის სახელმწიფო დროშის აღმართვას.

მერიის ცნობით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევა კოდექსის 150-ე მუხლის 2 პრიმა  ნაწილით მოხდა.

„ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქის მიერ რუსეთის სახელმწიფო დროშის განთავსების გამო, ქუთაისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ შესაბამისი რეაგირება მოახდინა. მოხერხდა მოქალაქის იდენტიფიცირება. მის მიმართ შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის 2 პრიმა  ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის.

აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს სხვადასხვა სახის წარწერის, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულებას ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე,მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე.

ზემოთ აღნიშნული ფაქტი მოხდა 29 აგვისტოს, მიმდინარეობდა მოქალაქის იდენტიფიცირება, რის შემდეგაც განხორციელდა შესაბამისი ქმედება მუნიციპალური ინსპექციის მიერ.

აქვე აღვნიშნავთ, რომ მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის ადმინისტრაციის მიერ დაუყონებლივ მოხდა ფაქტის აღკვეთა“,- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში რუსეთის დროშა აღმართეს. აღნიშნულის შესახებ ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ოკუპანტის დროშა საქართველოს დროშის გვერდით რამდენიმე საათის განმავლობაში ფრიალებდა, რომელიც მოგვიანებით დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა ჩამოხსნეს.

 

ფოტო: რადიო თავისუფლება





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
CNN: კრემლი პუტინის უსაფრთხოებას აძლიერებს შეთქმულებისა და შიდა არასტაბილურობის შესახებ ჭორების ფონზე
დრონებმა მოსკოვს, იაროსლავისა და როსტოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს შეუტიეს, შედეგად ხანძარი გაჩნდა
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის პარტიის ოფისში აფეთქება მოხდა, ეჭვმიტანილი დაკავებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics